ჭიდაობა

12:07 | 18.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი წლის საუკეთესო მოჭიდავედ აღიარეს

გენო პეტრიაშვილი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ დაასახელა.



ქართველმა სპორტსმენმა 2024 წელს 68.00 სარეიტინგო ქულა დააგროვა, გენომ პარიზში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა და პრესტიჟულ ტურნირზე სამივე სინჯის მედალი შეკრა. გორელმა მოჭიდავემ 2016 წელს ბრაზილიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ხოლო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილი ასევე მსოფლიოს ჩემპიონატის 3 გზის და ევროპის 2 გზის ჩემპიონია.

0.128624