იტალიის თასის მერვედფინალში ტურინის „იუვენტუსმა“ „კალიარის“ უმასპინძლა, რომელიც 4:0 გაანადგურა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში დუშან ვლაჰოვიჩმა გახსნა. მეორე ტაიმში კი, ტურინელთა უპირატესობა გაცილებით დიდი გახდა, რაც შედეგშიც აისახა. ტეუნ კოპმაინერსმა საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მატჩის მიწურულს კიდევ ორი გოლი გავიდა. მე-80 წუთზე ფრანსისკო კონსეისაომ მოახერხა მეტოქის კარის აღება, ხოლო 9 წუთის შემდეგ ნიკო გონსალესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. არგენტინელმა ფეხბურთელმა ბრწყინვალედ ითამაშა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
„იუვენტუსი“ მეოთხედფინალში საბა გოგლიჩიძის და საბა საზონოვის „ემპოლის“ შეხვდება, მატჩი 5 თებერვალს გაიმართება.
„იუვენტუსი“ – „კალიარი“ 4:0
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (44), 2:0 კოპმაინერსი (53), 3:0 კონსეისაო (80), 4:0 ნიკო გონსალესი (89)