ფეხბურთი

22:10 | 17.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

Fifa The Best: ვინისიუსი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია. მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა გამოკითხვაში, რომელშიც ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები მონაწილეობდნენ, ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ვინისიუსმა ეს ჯილდო პირველად მოიპოვა. მეორე ადგილი დაიკავა როდრიმ, მესამე საფეხურზე ჯუდ ბელინგემი გავიდა, მეოთხეზე დანი კარვახალი, ხოლო ხუთეულში ასევე მოხვდა ლამინ იამალი.

საუკეთესო მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გახდა, მეკარე - ემილიანო მარტინესი. ასევე დასახელდა წლის სიმბოლურ ნაკრებიც, სადაც მეკარის პოზიციაზე ნომინანტებში გიორგი მამარდაშვილიც იყო, თუმცა, საბოლოოდ, სიმბოლურში ადგილი ემი მარტინესს ერგო.

ქალთა შორის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას ვერსიით ზედიზედ მეორედ აიტანა ბონმატი გახდა, რომელიც „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების წევრია.

წლის საუკეთესო გოლი: ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერი)

ქალთა საუკეთესო მეკარე: ალისა ნეიჰერი (ჩიკაგო, აშშ)

ქალთა საუკეთესო მწვრთნელი: ემა ჰეიზი (აშშ)

ქალთა სიმბოლური ნაკრები: ნეიჰერი (აშშ), ბრონზე (ინგლისი), გირმა (აშშ), პარედესი (ესპანეთი), ბატლე (ესპანეთი), პორტილიო (ბრაზილია), გიჰარო (ესპანეთი), ჰორანი (აშშ), ბონმატი (ესპანეთი), პარალუელო (ესპანეთი), გრეჰემ ჰანსენი (ნორვეგია)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი: აიტანა ბონმატი (ბარსელონა, ესპანეთი)

ფიფას ფეარ პლეი: ტიაგო მაია (ინტერნასიონალი, ბრაზილია)

ფიფას ფანების ჯილდო: გილერმე განდრა მოურა

წლის საუკეთესო მეკარე: ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა, არგენტინა)

სიმბოლური ნაკრები: მარტინესი (არგენტინა), კარვახალი (ესპანეთი), რიუდიგერი (გერმანია), რუბენ დიაში (პორტუგალია), სალიბა (საფრანგეთი), ბელინგემი (ინგლისი), როდრი (ესპანეთი), კროოსი (გერმანია), იამალი (ესპანეთი), ჰაალანდი (ნორვეგია), ვინისიუსი (ბრაზილია)

წლის საუკეთესო მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი (რეალი, იტალია)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)

თეგებივინისიუსი

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:04 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

ჩემი აზრით ფეხბურთელების საკმაოდ კარგი შერჩევა ქონდა იტალიას,უბრალოდ ფორვარდი არ ყავდა,გინდ სკამაკა ყოფილიყო და გინდა მე,თუნდაც რეტეგი იყოს,ცხონებვული პაოლო როსის აჩრდილს რომ ეტრიალა მინდორზე ის უფრო მეტ სარგებლობას მოიტანდა!

23:10 | 29.06.2024
Bachana705 (373)

კიდევ თუ ვერ გავიდა ინგლისი ფინალში და გააუქმონ საერთოდ ეგ ნაკრები. მეტი რაღა უნდა, ყველა გრანდი აცდა გზად, ერთი იტალია იყო მაგათ მხარეს და ეგეც გამოამსევრეს. თუ რამის ერთი ადგილი აქვთ და პრეტენზია, უნდა გავიდნენ ფინალში. მართალია, იქ ვინც არ უნდა შეხვდეს, ყველა გაულაღლაღებს, მაგრამ მაინც.

11:55 | 30.06.2024
Gerry Marsden (856)

მე მგონი გრამატიკული შეცდომა გაქვს,ყველა-ს - ს აკლია მაქ აშკარად და მართალია არ უნდა კიდე)))

22:58 | 29.06.2024
KoRBeN DaLLaS (24844)

რაც მე ფეხბურთს ვუყურებ, მგონი იტალიის ნაკრების ყველაზე ცუდი ვერსია ეს იყო.
ჯგუფშიც რომ ჩარჩენილიყვნენ არ გამიკვირდებოდა, მაგრამ ჯერ ერთი დონარუმა მართლაც ხოშიანი მეკარეა და მეორე, სპალეტიც ნორმალური მწვრთნელია, რაღაც-რაღაცეების ხარჯზე გააქაჩინა გუნდს.
თუმცა ყ**სგან სალამურს ვერც ეგ გამოთლიდა )))

0.066171