მიუნხენის „ბაიერნს“ საჩა ბოეი ისევ გამოაკლდა. ფრანგი ფეხბურთელი ტრავმირებულია და სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს.
ბოეი „ბაიერნმა“ 2024 წლის იანვარში „გალათასარაიდან“ შეიძინა, მაგრამ მას შემდეგ უკვე მეოთხედ დაშავდა. ბავარიულ კლუბში მას მხოლოდ 10 მატჩი აქვს ჩატარებული.
საჩა ბოეი „ბაიერნამდე“ „გალათასარაიში“, „დიჟონსა“ და „რენში“ თამაშობდა.