რობერტო მანჩინი „მილანს“ დაუკავშირეს. იტალიურ კლუბს წარუმატებელი სეზონი აქვს და პაულუ ფონსეკას მომავალი ბუნდოვანია.
პორტუგალიელი სპეციალისტი ჯერჯერობით ინარჩუნებს სამსახურს, მაგრამ თუ „როსონერის“ შედეგები არ გამოსწორდა, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. Calciomercato-ს ცნობით, ერთ-ერთი, ვინც ფონსეკა შეცვალოს, რობერტო მანჩინია.
იტალიელი ბოლოს საუდის არაბეთის ნაკრებში მუშაობდა, საიდანაც დაითხოვეს, ხოლო მანამდე იტალიის ნაკრების თავკაცი იყო, რომელსაც 2021 წელს ევროპის ჩემპიონატი მოაგებინა.
რობერტო მანჩინის ასევე უმუშავია „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“ და „გალათასარაიში“.