ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა განაცხადა, რომ მას არ მიუღია აკრძალული პრეპარატი გამიზნულად და დარწმუნებულია, რომ სიმართლე გაირკვევა.
უკრაინელი ნახევარმცველი დოპინგ ტესტზე ჩავარდა, რის გამოც ბოლო მატჩებში „ჩელსის“ განაცხადშიც კი, ვერ ხვდებოდა.
„შეგნებულად არასდროს გამომიყენებია აკრძალული პრეპარატები და არ დამირღვევია არანაირი წესი, ვმუშაობ ჩემს გუნდთან ერთად, რათა გავიგო, თუ როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. ვიცი, რომ არაფერი გამიკეთებია და დარწმუნებული ვარ, მოედანზე მალე დავბრუნდები“, - დაწერა უკრაინელმა სოციალურ ქსელში.
მიხაილო მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება, 4 წლის ვადითაც კი. ფეხბურთელს განმეორებითი ტესტი უახლოეს ხანში ჩაუტარდება.