„ლიონმა“ ლიგა 1-ის სადისციპლინო კომიტეტში გიორგი მიქაუტაძის ყვითელი ბარათი გაასაჩივრა.
კლუბში მიაჩნიათ, რომ პარი სენ-ჟერმენთან შეხვედრაში მთავარი მსაჯი ბენუა ბასტიენი უსამართლოდ მოიქცა, როცა ჯანლუიჯი დონარუმას და მიქაუტაძეს კონფლიქტის დროს ერთნაირი სასჯელი გამოუტანა და ორივე გააფრთხილა.
ქართველმა ფეხბურთელმა იტალიელ მეკარეს გოლი გაუტანა, რის შემდგომაც, დონარუმას არ მოეწონა მიქაუტაძის რეაქცია და ის ჯერ წააქცია, შემდეგ ხელითაც შეეხო. საბოლოოდ, მსაჯმა დონარუმას და გიორგის ყვითელი ბარათები უჩვენა.
შეგახსენებთ, რომ „ლიონი პარი სენ-ჟერმენთან მიქაუტაძის შესანიშნავი გოლის მიუხედავად 1:3 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასით გამოირჩა. გარდა ამისა, ქართველმა ფორვარდმა ევროპა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლი მიითვალა.