ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდო ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს.
რონალდომ ოფიციალურად დააყენა თავისი კანდიდატურა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
„ხალხი ყოველდღე მეკითხება ქუჩაში ბრაზილიური ფეხბურთის კრიზისზე. ამ მომენტში სიტუაცია არ არის საუკეთესო და რაღაც უნდა გავაკეთოთ. მინდა ბრაზილიური ფეხბურთი თავის სიმაღლეზე დავაბრუნო“, - აღნიშნა რონალდომ.
შეგახსენებთ, რომ რონალდო ცოტა ხნის წინ ესპანური „ვალიადოლიდის“ მფლობელი იყო, მაგრამ კლუბი გაასხვისა.