ცნობილი ლატვიელი კალათბურთელი იანის ტიმა გარდაიცვალა.
32 წლის კალათბურთელი მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან იპოვეს გარდაცვლილი. საუბრობენ, რომ მან თავი მოიკლა, მაგრამ ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
თვითმკლველობის ვერსიას უკავშირებენ მეუღლესთან განქორწინებას, ცნობილ უკრაინელ მომღერალ და მსახიობ, ანა სედოკოვასთან. მის ტელეფონზე ნაპოვნია ბოლო შეტყობინება: „ანას დაურეკე“.
იანის ტიმამ და სედოკოვამ 2020 წელს იქორწინეს, ხოლო 9 დეკემბერს, განქორწინების შესახებ გამოაცხადეს.
იანის ტიმა „რიგაში“, „ვენტსპილსში“, „ბასკონიაში“, „ზენიტში“, „ოლიმპიაკოსში“, „უნიქსში“, „დარუშაფაკასა“ და „მონბუსში“ თამაშობდა.