ლონდონის „ჩელსის“ და უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა მიხაილო მუდრიკმა დოპინგ კონტროლზე დადებითი ტესტი ჩააბარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
ბრიტანული მედიის ცნობით, მის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერება აღმოაჩინეს და დოპინგ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ტესტი ოქტომბრის ბოლოს აიღეს.
აღსანიშნავია, რომ მუდრიკი ბოლო ოთხ მატჩში „ჩელსის“ განაცხადში არ იყო და კლუბი ამ დრომდე არ აკეთებდა ოფიციალურ განცხადებას.
უახლოეს დღეებში კიდევ ერთხელ გაივლის დოპინგ კონტროლს, მაგრამ უკვე ნათელია, რომ მას ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
აქვე გეტყვით, რომ მიხაილო მუდრიკმა ოქტომბერსა და ნოემბერში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა და ოქტომბერში გამართულ შეხვედრაში გამარჯვების გოლიც გაიტანა.