მიუნხენის „ბაიერნი“ მანუელ ნოიერთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky გერმანია ავრცელებს.
ფლორიან პლატენბერგის ცნობით, ნოიერი თანახმაა ხელშეკრულება, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, ერთი წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოაცხადებს კლუბი ამის შესახებ ოფიციალურად, მაგრამ შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტი უკვე მზადაა.
შეგახსენებთ, რომ მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს და დღემდე „რეკორდმაისტერის“ კარი 540 მატჩში დაიცვა. 38 წლის გერმანელი ამჟამად ტრავმირებულია და გუნდს იანვარში უნდა დაუბრუნდეს.