ფეხბურთი

11:35 | 17.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპემ ვარჯიში განაახლა

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელმა კილიან მბაპემ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ფრანგი ფეხბურთელი ერთი კვირის წინ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩში დაშავდა, თუმცა, ტრავმა სერიოზული არ იყო და კილიანმა ვარჯიში უკვე დაიწყო.

ის ყველანაირად ცდილობს, რომ საკონინენტთაშორისო თასის ფინალისთვის მზად იყოს.

კილიან მბაპემ მიმდინარე სეზონში 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა, ხოლო ორჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.112405