მილანის „ინტერის“ მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „ლაციოსთან“ შთამბეჭდავი გამარჯვების (6:0) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ყველაფერი ფეხბურთელების დამსახურებაა და ამაყობს, რომ მათი მწვრთნელია:
„ყველა ფეხბურთელი, რომელიც მყავს, იმსახურებს თამაშს და ამიტომ, ხშირად ვცდილობ შეცვლები გავაკეთო. მილანური დერბის წაგების შემდეგ ბევრი ელოდა ჩვენს მორიგ წაგებას, ორი თვის განმავლობაში მხოლოდ ამას ელოდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ბიჭები წნეხს ნაკლებად გრძნობენ და ბევრს მუშაობენ.
ისინი იმსახურებენ აპლოდისმენტებს, თვენახევარია პრობლემებით ვთამაშობთ, რადგან დაცვაში აჩერბი და პავარი გვაკლია. დღეს ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, თუმცა, მესამე გოლის შემდეგ ყველაფერი გაცილებით ადვილი გახდა, რაც ამ ბიჭების დამსახურებაა. ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ“, - თქვა ინძაგიმ.
„ინტერი“ 34 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ატალანტას“ 3 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული, ხოლო მომდევნო ტურში „კომოს“ უმასპინძლებს