ბერგამოს „ატალანტას“ და ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი ადემოლა ლუკმანი აფრიკის 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლუკმანის კონკურენტები სერჰუ გირასი (გვინეა), აშრაფ ჰაკიმი (მაროკო), სიმონ ადინგრა (კოტ დივუარი) და რონვენ უილიამსი (სამხრეთ აფრიკა) იყვნენ, მაგრამ გამარჯვება ნიგერიელმა შემტევმა მოიპოვა, რომელსაც ეს ჯილდო კარიერაში პირველად ერგო.
ადემოლა ლუკმანმა 2024 წელს შესანიშნავი თამაში აჩვენა, განსაკუთრებით თავი ევროპა ლიგაზე გამოიჩინა, სადაც ფინალში „ლევერკუზენთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან მიმდინარე სეზონიც მაგრად დაიწყო და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი.