ფეხბურთი

22:18 | 16.12.2024 | ნანახია 0 - ჯერ

La Repubblica: კვარაცხელია "ნაპოლის" წლის ბოლო ორ მატჩსაც გამოტოვებს

„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 2025 წლამდე არ დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

მიუხედავად იმისა, რომ იტალიურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ კვარა შეიძლება „ჯენოასთან“ მატჩში დაბრუნდეს, ცნობილი გამოცემა საპირისპირო ცნობას ავრცელებს და იტყობინება, რომ რისკზე წასვლას აზრი არ აქვს.

შესაბამისად, წყაროს თანახმად, კვარა „ჯენოასა“ და „ვენეციასთან“ მატჩებსაც გამოტოვებს, რაც ტრავმის მიღების მომენტიდან იყო ნავარაუდევი.

ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად სავარაუდოდ, 2025 წლის პირველ შეხვედრაში, 4 იანვარს, „ფიორენტინასთან“ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ლაციოსთან“ მატჩში მუხლის ტრავმა მიიღო და „უდინეზეს“ წინააღმდეგ თავის გუნდს ვერ დაეხმარა. მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას 15 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 16.01.2022
fidofido (3392)

რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე

0.065452