ფეხბურთი

16:55 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სესკ ფაბრეგასი დელე ალის შანსს აძლევს

იტალიური „კომოს“ მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასი 28 წლის ინგლისელ ფეხბურთელ დელე ალის შანს აძლევს დიდ ფეხბურთში დასაბრუნებლად.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, დელე ალი იტალიაში იმყოფება და „კომოში“ ვარჯიშს 26 დეკემბრიდან დაიწყებს. იმ შემთხვევაში თუ ალი სათამაშო ფორმას აღიდგენს და გარკვეულ კონდიციებს დაიბრუნებს, შესაძლებელია იტალიურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება ოფიციალურადაც გაფორმდეს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ზაფხულის შემდეგ უგუნდოდაა, ბოლოს ის „ევერტონის“ ღირსებას იცავდა.

0.116264