გერმანიის II ბუნდესლიგის მე-16 ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ „რეგენსბურგი“ 4:2 დაამარცხა, ქართველმა ფორვარდმა - დუბლი შეასრულა.
ბუდუს შესანიშნავი თამაში ჰქონდა, მან "რეგენსბურგის" კარის აღება 45-ე და 62-ე წუთებზე მოახერხა, აღსანიშნავია, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში პენალტის გატანა ვერ მოახერხა.
ბუდუს კარგი თამაში დაუფასდა და შანსი აქვს ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდეს, გერმანიის II ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს გამოკითხვა, სადაც გულშემატკივრები საუკეთესოს ირჩევენ. ქართველ ფეხბურთელთან ერთად ამ ჯილდოსთვის ტორგე პაეტოვი, ფლორიან კასტენმეიერი, კილიან კორედორი, დაიმონ დოვნსი და ფისნიკ ასლანი იბრძვიან.
ხმის მისაცემად დააკლიკეთ.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი ფეხბურთელი II ბუნდესლიგაში ბომბარდირთა დავას ლიდერობს 16 მატჩში გატანილი 11 გოლით და უახლოეს მდევრებს 1 გოლით უსწრებს.