„ლივერპული“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას, ბრაზილიელი თავდამსხმელით ჯოაო პედროთი გეგმავს.
ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „მერსესაიდელები“ 60 მილიონის გადახდას გეგმავენ და „ბრაიტონს“ პირველი შეთავაზებით უახლოეს დღეებში მიმართავენ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ჟოაო პედროს შეძენის სურვილს „არსენალი“ და მანჩესტერ „სიტიც“ გამოთქვამენ. ბრაზილიელ ფეხბურთელს მიმდინარე პრემიერლიგაში „ბრაიტონის“ მაისურით 10 მატჩი ითამაშა და მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.