იტალიურ მედიაში "ნაპოლის" ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება, როგორც იტალიელები იუწყებიან ხვიჩა შესაძლოა "ჯენოას" წინააღმდეგ დაბრუნდეს.
აღნიშნულ ინფორმაციას La Repubblica-ა ავრცელებს. მათივე თქმით ქართველი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი იმაზე უკეთ მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ და შაბათს 21 დეკემბერს "ჯენოას" წინააღმდეგ შესაძლოა ვიხილოთ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა „ლაციოსთან“ შეხვედრაში მიიღო და თავდაპირველი ცნობებით "კვარას" შეიძლებოდა წელს ვეღარ ეთამაშა. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.