„ვესტ ჰემის“ ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ შესაძლოა საფეხბურთო კარიერა სამშობლოში გააგრძელოს.მისი გადაბირებით „ბოტაფოგოა“ დაინტერესებული.
აღნიშნულ ინფორმაციას The Sun football - ი ავრცელებს. წყაროს ცნობით „ბოტაფოგოს“ წარმომადგენლები მზად არიან ტრანსფერში 23 წლის თავდამსხმელი იგორ ჟესუსისც ჩართონ.
შეგახსენებთ, რომ 29 წლის ლუკას პაკეტა „ვესტ ჰემის“ რიგებს 2022 წელს შეუერთდა, მან მიმდინარე პრემიერლიგის გათამაშებაში 15 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. პაკეტას ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება ტრანსფერმარკეტის მიხედვით 55 მილიონია.