კალათბურთი

9:24 | 16.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ორლანდო“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა, გოგა ბითაძემ კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე „ნიუ იორკ ნიქსს“ უმასპინძლა და 91:100 დამარცხდა.

გოგა ბითაძეს მორიგი ორმაგი დუბლის შესასრულებლად ცოტა დააკლდა, მან პარკეტზე 25 წუთი გაატარა, რა დროშიც ქართველმა 8 ქულას, 11 მოხსნას, 3 ბლოკშოთს, 1 ჩაჭრას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.მიუხედავად მარცხისა მატჩის MVP „ორლანდოს“ გერმანელი კალათბურთელი ვაგნერ მორიცი გახდა. მისი მონაგარი 32 ქულა 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

შეგახსენებთ, რომ “ორლანდო“ 17-ი მოგებითა და 11-ი მარცხით არმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 20 დეკემბერს გამართავს, სადაც „ოკლაჰომა სითის“ უმასპინძლებს.

0.112349