„ბარსელონა“ კრიზისშია, ლა ლიგის ბოლო ხუთ ტურში მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა, ამჯერად კი, მე-17 ტურში აუტსაიდერ „ლეგანესთან“ საკუთარ მოედანზე დამარცხდა.
„ლეგანესმა“ „ბარსას“ გოლი მეოთხე წუთზე გაუტანა, თავი სერხიო გონსალესმა გამოიჩინა და შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნეს. ჰანსი ფლიკის გუნდი მთელი თამაშის განმავლობაში უშედეგოდ უტევდა და 0:1 წააგო.
„ბარსელონას“ 38 ქულა აქვს და მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ერთად იყოფს ლიდერობას, რომელსაც მომდევნო ტურში, 21 დეკემბერს შეხვდება. იქვეა „რეალიც“ 37 ქულით. აღსანიშნავია, რომ „რეალს“ და „ატლეტიკოს“ „ბარსელონასთან“ შედარებით თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შეიძლება ვაბშე რეალში არ წავიდეს და სხვა გუნდი აირჩიოს
ან ამ ტელევიზიამ რა ჩემი ფეხები იცის
პერესი იასნია ფულს უჭერს
პერეს არ უნდა ჯერ მისი ხილვა აქ
ერთი სეზონი კიდე პარიზში რჩება, ეგ გადაწყვეტილი ამბავია