თბილისის „იბერიამ“ ლევან კორღალიძეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის თანახმად, ქართველი სპეციალისტი გუნდში 2026 წლის ბოლომდე დარჩება.
კორღალიძემ „იბერია“ აწ დასრულებული სეზონის მიმდინარეობისას გიორგი მიქაძისგან გადაიბარა და გუნდს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა.
კორღალიძე „იბერიას“ 2020-2022 წლებშიც წვრთნიდა, მას ასევე უმუშავია თბილისის „ლოკომოტივსა“ და ყაზახურ „ჟენისში“.
„იბერიაში“ ლევან კორღალიძეს საქართველოს ჩემპიონატის გარდა, საქართველოს თასიც აქვს მოგებული (2021 წელს).