ფეხბურთი

20:10 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" "ვესტ ბრომვიჩი" დაამარცხა

ინგლისის ჩემპიონშიფის 21-ე ტურში „უოტფორდმა“ „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“ შინ 2:1 დაამარცხა.

მასპინძლებმა ვაკუნ ბაიოს დუბლით მოიგეს და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს. გიორგი ჩაკვეტაძე 90 წუთი იყო მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, გამორჩეული იყო და 7.8 ქულა შეფასება დაიმსახურა, გუნდში ყველაზე მაღალიც, დუბლის ავტორ ბაიოსთან ერთად.

ჩაკვეტაძეს „უოტფორდის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 24 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, 5-ჯერ კი საგოლე პასი მიითვალა.

„უოტფორდი“ 34 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 21 დეკემბერს, „ბარნლის“ ესტუმრება.

0.11364