ფეხბურთი

18:33 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვახტანგ ჭანტურიშვილის გოლი პრაღის "სპარტასთან" (+VIDEO)

ჩეხეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილმა პრაღის „სპარტასთან“ გოლი გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელის გოლით „იაბლონეცმა“ პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა და საბოლოოდ, 1:2 დამარცხდა.

ჭანტურიშვილს ჩეხეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„იაბლონეცი“ 19 ტურში მოპოვებული 30 ქულით მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 1-ელ თებერვალს, „ბოჰემიანსს“ უმასპინძლებს.

0.128932