ფეხბურთი

2:19 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სახალისო მადრიდული დერბი: „რეალმა“ „რაიო ვალეკანოს“ ვერ აჯობა (+VIDEO)

სახალისო გამოდგა პრიმერას მე-17 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიანი მატჩი „რაიო ვალეკანოსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის. გუნდებმა ერთმანეთს 6 გოლი გაუტანეს. ნახევარი საათის თავზე „რაიო“ 2:0 იგებდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს „რეალმა“ ორი ულამაზესი გოლი გაიტანა: ჯერ ვალვერდემ დაჰკრა შორიდან, შემდეგ კი ბელინგემმა შეაგდო მოხდენილი თავურით.

შესვენების შემდეგ, მალევე უკვე „რეალი“ დაწინაურდა. როდრიგომ შეაგდო, თუმცა პალასონმა ისევ გაათანაბრა.

საერთოდ თამაში ცოცხალი, გახსნილი გამოდგა. „რაიომ,“ რომელიც მე-13 ადგილზეა, ტოლი არ დაუდო მრისხანე მეტოქეს, პირიქით, ჯობდა კიდეც. საბოლოოდ - 3:3.

ახლა „რეალმა“ 17 მატჩის შემდეგ 37 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერ „ბარსელონას.“ 20-ქულიანი „რაიო ვალეკანო“ კი, როგორც ვთქვით, მეცამეტეზეა.

რაიო ვალეკანო - რეალი 3:3

1:0 უნაი ლოპესი (4), 2:0 მუმინი (36), 2:1 ვალვერდე (39), 2:2 ბელინგემი (45), 2:3 როდრიგო (56), 3:3 პალასონი (64)

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. მე-17 ტური. 14 დეკემბერი: ესპანიოლი - ოსასუნა 0:0, მალიორკა - ჟირონა 2:1, სევილია - სელტა 1:0

0.12427