ტურინის „იუვენტუსი“ ვერც იგებს და არც აგებს - გუნდი, რომელმაც მოგება არ იცის. ასეთია ტიაგო მოტას „იუვენტუსი“ მიმდინარე სეზონში, რომლის ნახევარი ლამის უკვე გავიდა.
შუა კვირაში „იუვემ“ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, მაგრამ სერია A-ს მე-16 ტურში მოახერხა და ბოლოადგილოსან „ვენეციასთან“ შინ ვერ მოიგო, მეტიც, მარცხს მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე გატანილი პენალტით გადაურჩა.
„იუვენტუსი“ მატჩის დასაწყისში ფედერიკო გატის გოლით დაწინაურდა, თუმცა, მეორე ტაიმში ორჯერ გაუშვა და აგებდა. 94-ე წუთზე ვლაჰოვიჩმა პენალტით გაათანაბრა - 2:2.
„იუვენტუსი“ სერია A-ში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ არ წაუგია, მაგრამ ლიდერ „ატალანტას“ 9 ქულით ჩამორჩება და მხოლოდ მეექვსე ადგილზეა. რატომ? იმიტომ, რომ 16 მატჩიდან 10-ჯერ ფრე ითამაშა (უკვე ზედიზედ მეოთხედ)...
„იუვენტუსი“ – „ვენეცია“ 2:2 (1:0)
გოლები: 1:0 გატი (19), 1:1 ელერტსონი (61), 1:2 იდზესი (83), 2:2 ვლაჰოვიჩი (90, პენ)