სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

0:16 | 15.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰმა „ლივერპულში“ თამაშისას 100 საგოლე გადაცემა შეასრულა

„ლივერპულის“ გარემარბის მოჰამედ სალაჰის მიერ ინგლისის ჩემპიონატის მე-16 ტურის „ფულემთან“ მატჩში (2:2) შესრულებული საგოლე პასი, მისთვის ყველა ტურნირზე მე-100 გახლდათ - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta Sport.

ეგვიპტელმა ფეხბურთელმა ამ სეზონში 13 საგოლე გადაცემა მიითვალა, უფრო მეტი, ვიდრე პრემიერლიგის ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ 2024/2025 წლების სეზონში.

სალაჰი „ლივერპულში“ 2017 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდში მან ყველა შეჯიბრში 372 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 227 გოლი გაიტანა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095235