ფეხბურთი

23:42 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ნოტინგემ ფორესტმა“ „ასტონ ვილას“ დამატებულ წუთებზე მოუგო

ინგლისური პრემიერლიგის მე-16 ტურის შაბათის სათამაშო დღის გვიან მატჩში, „ნოტინგემ ფორესტმა“ „ასტინ ვილას“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

თავიდან სტუმრები იგებდნენ: მეორე ტაიმის შუაში „ასტონ ვილას“ თავდამსხმელმა ჯონ დიურანმა გახსნა ანგარიში. შეხვედრის დასრულებამდე სულ რამდენიმე წუთინ რჩებოდა, როცა „მეტყევეებმა“ იძალეს. 87-ე წუთზე ნიკოლა მილენკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. 90+3-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი ენტონი ელანგამ გაიტანა.

ახლა „ნოტინგემ ფორესტი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. გუნდმა 16 მატჩში 28 ქულა მოაგროვა. „ასტონ ვილას“ 16 მატჩის შემდეგ 25 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზეა. ლიდერი კვლავ „ლივერპულია“ 15 მატჩში 36 ქულით და ხუთი პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ჩელსის.“ თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს.

ინგლისი. პრემიერლიგა. მე-16 ტური. 14 დეკემბერი: არსენალი - ევერტონი 0:0, ლივერპული - ფულემი 2:2, ნიუკასლი - ლესტერი 4:0, ვულვერჰემპტონი - იფსვიჩი 1:2, ნოტინგემ ფორესტი - ასტონ ვილა 2:1

0.128218