სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედასთან“ გურამ კაშიას გოლით მოიგო.
ვლადიმირ ვაისის გუნდი 57-ე წუთზე დავიდ სტრელეცის გოლით დაწინაურდა, რასაც 10 წუთში სტუმრებმა უპასუხეს და წონასწორობა აღადგინეს.
თუმცა, 69-ე წუთზე მეტოქის კარი ქართველმა მცველმა დალაშქრა, შემდგომ კი, ანგარიში აღარ შეცვლილა და „სლოვანმა“ 2:1 გაიმარჯვა.
გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, ზოგადად, სეზონში მეორე, რადგან ერთი ბურთი სლოვაკეთის თასზე აქვს გატანილი.
„სლოვანი“ 18 ტურში მოპოვებული 44 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 თებერვალს, სტუმრად „რუჟომბეროკს“ დაუპირისპირდება.