ფეხბურთი

22:20 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერს“ 2024 წელს ბუნდესლიგაში არც ერთი გასვლითი მატჩი არ წაუგია

გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურის მატჩში „ბაიერმა“ „აუგსბურგი“ დაამარცხა (2:0). ეს ლევერკუზენული კლუბისთვის ბოლო გასვლითი თამაში გახლდათ ამ ტურნირზე 2024 წელს. ასე რომ, „ფარმაცევტებს” წლეულს გერმანიის ჩემპიონატში არც ერთი გასვლითი მატჩი არ წაუგიათ.

როგორც Opta Sport იუწყება, „ბაიერამდე“ ასეთ მიღწევას ორჯერ უწია მიუნხენის ბაიერნმა - 1986 და 2013 წლებში.

ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის 14 ტურის შემდეგ, ჩაბი ალონსოს შეგირდებმა 29 ქულა დააგროვეს, ამჟამად მეორე ადგილზე არიან და ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“ ოთხი ქულით ჩამორჩებიან. მომდევნო ტურში „ბაიერი“ „ფრაიბურგს“ (21 დეკემბერი) დაუპირისპირდება.

0.126747