გერმანიის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „მაინცი“ და „ბაიერნი“ შეხვდნენ, მასპინძელთა სასარგებლოდ 2:1 დასრულდა.
დუბლი მიითვალა მაინცელთა კორეელმა ლი ჯე-სონმა (41-ე, მე-60 წთ) სტუმართაგან კი 87-ე წუთზე თავი ლეროი სანემ გამოჩინა.
ტრავმის გამო თამაში გამოტოვა მიუნხენელმა თავდამსხმელმა ჰარი კეინმა.
ეს „ბაიერნის“ პირველი მარცხი გახლდათ მიმდინარე ბუნდესლიგაში.
მოქმედმა ჩემპიმა ლევერკუზენის „ბაიერმა“ სტუმრად „აუგსბურგი“ დაამარცხა ტერიესა და ვირცის გოლებით.
„ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. გუნდმა 14 მატჩში 33 ქულა მოაგროვა. 29-ქულიანი „ლევერკუზენი“ კი მეორე საფეხურზე დგას.
გერმანია. ბუნდესლიგა. მე-14 ტური. 14 დეკემბერი: აუგსბურგი - ბაიერი 0:2, მაინცი - ბაიერნი 2:1, გლადბახი - ჰოლშტაინი 4:1, უნიონ ბერლინი - ბოხუმი 1:1, ზანქტ პაული - ვერდერი გვიან გაიმართება