გერმანიის ბუნდესლიგაში მიუნხენის „ბაიერნის“ დაუმარცხებელი სერია მე-14 ტურში შეწყდა, „მაინცის“ წინააღმდეგ.
„რეკორდმაისტერი“ სტუმრად 1:2 დამარცხდა, მატჩის გმირი კი, მასპინძელთა სამხრეთკორეელი ფეხბურთელი ლი ჯა-სუნი იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. „რეკორდმაისტერმა“ ბოლოსკენ ლეროი სანეს გოლით მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.
„ბაიერნი“ 33 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „ლევერკუზენი“ მიუახლოვდა, რომელსაც ახლა მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. მომდევნო ტურში ვენსან კომპანის გუნდი 20 დეკემბერს, „ლაიფციგს“ უმასპინძლებს.