ფეხბურთი

20:12 | 14.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტამ“ „კალიარი“ დაამარცხა და სერია A-ში პირველი ადგილი განიმტკიცა

იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „კალიარი“ და „ატალანტა“ შეხვდნენ სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

66-ე წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი „ატალანტას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ძანიოლომ გაიტანა.

იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა „ატალანტა.“ გუნდმა 16 მატჩიდან 37 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ „ნაპოლის“ ხუთი ქულით გაუსწრო, მაგრამ ნეაპოლიტანურმა კლუბმა ერთი თამაშით ნაკლები ჩაატაარა.

„კალიარიმ“ 14 ქულა მოაგროვა და მე-15 ადგილზეა.

0.119073