ფეხბურთი

18:58 | 14.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილის მორიგი გოლი ლა ლიგა 2-ში (+VIDEO)

ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში „ლევანტე“ „კორდობას“ დაუზავდა (2:2) ერთი გოლი კი, გიორგი ქოჩორაშვილის აქტივშია.

„ლევანტე“ თავიდან აგებდა, რადგან 46-ე წუთზე სტუმრები ტეო ზიდანმა (ზინედინ ზიდანის ვაჟი) დააწინაურა, მაგრამ ჯერ ანგარიში ხოსე მორალესმა გაათანაბრა, ხოლო 72-ე წუთზე ქოჩორაშვილმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. გიორგიმ მეტოქის კარში გოლი პენალტით გაიტანა. ქოჩორაშვილი 85-ე წუთზე ვისენტე იბორამ შეცვალა. ვალენსიელებმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვეს და საბოლოოდ, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.

ქართველ ნახევარმცველს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

„ლევანტე“ 30 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 17 დეკემბერს, სტუმრად „ალბასეტეს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:23 | 18.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

გამოიკვეთა ინტერის უპირატესობაც

01:54 | 12.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

მილანი კიდე ტრადიციულათ არასტაბილურობა ემართება

01:52 | 12.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

იუვე ისევ თავის სტილში იგებს

01:07 | 12.11.2023
sul2 (1773)

ნეტა ბოლოს როდის იყო იუვე პირველ ადგილზე

0.064948