NBA-ში „სან ანტონიომ“ სტუმრად „პორტლენდი“ დაძაბულ ბრძოლაში 118:116 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ტექსასელებმა მეოთხე პერიოდი 10 ქულით მოიგეს, რაც გადამწყვეტი იყო.
სანდრო მამუკელაშვილს სათამაშოდ 13 წუთი მიეცა, ხსენებულ დროში კი, მან თავის გამოჩენა 5 მოხსნით მოახერხა, ქართველს ქულა არ ჩაუგდია.
„სპურსის“ რიგებში საუკეთესო ვიქტორ ვემბანიამა იყო, რომელმაც 28 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა, რითაც გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა.
„სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 13 მოგებით და 12 წაგებით მე-10 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 16 დეკემბერს, შინ „მინესოტასთან“ გამართავს.