ნიდერლანდების ერსტე დივიზიონის მე-19 ტურში „ვიტესმა“ „იონგ უტრეხტი“ 2:1 დაამარცხა, ირაკლი ეგოიანმა კი, გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა მე-60 წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი და ანგარიში 2:0 გახადა. ირაკლის კარგი პერიოდი აქვს, ბოლო სამ ტურში თავი 1 გოლით და 2 საგოლე პასით გამოიჩინა. მთლიანობაში ეგოიანის აქტივში მიმდინარე სეზონში 17 მატჩი, 3 გოლი და 2 საგოლე პასია. მოგეხსენებათ, ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრია.
„ვიტესმა“ ზემოხსენებული მატჩი 2:1 მოიგო. არნემელებს ფინანსური პრობლემების გამო 27 ქულა დააკლეს, რის გამოც სატურნირო ცხრილში -8 ქულით ბოლო ადგილზე არიან. „ვიტესი“ მომდევნო ტურში 20 დეკემბერს, „იონგ პსვ-ს“ ესტუმრება.