საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე E ჯგუფში მოხვდა, სადაც თურქეთს, ბულგარეთს და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
2025 წლის მარტში გაირკვევა, ვილი სანიოლის გუნდი მეტოქე ესპანეთი იქნება თუ ნიდერლანდები, ნებისმიერ შემთხვევაში, საჩუქარი არცერთია.
უკვე გაირკვა კალენდარიც. საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს 2025 წლის 4 სექტემბერს, თურქეთთან საშინაო მატჩით დაიწყებს. აღსანიშნავია, რომ სანიოლის გუნდი ზედიზედ ორჯერ ითამაშებს საკუთარ მოედანზე საწყის ორ ტურში, რადგან თურქეთთან მატჩიდან სამ დღეში ბულგარეთს უმასპინძლებს. კალენდარი ასეთია:
I ტური - 4 სექტემბერი
საქართველო - თურქეთი
ბულგარეთი - ესპანეთი/ნიდერლანდები
II ტური - 7 სექტემბერი
საქართველო - ბულგარეთი
თურქეთი - ესპანეთი/ნიდერლანდები
III ტური - 11 ოქტომბერი
ბულგარეთი - თურქეთი
ესპანეთი/ნიდერლანდები - საქართველო
IV ტური - 14 ოქტომბერი
თურქეთი - საქართველო
ესპანეთი/ნიდერლანდები - ბულგარეთი
V ტური - 15 ნოემბერი
საქართველო - ესპანეთი/ნიდერლანდები
თურქეთი - ბულგარეთი
VI ტური - 18 ნოემბერი
ბულგარეთი - საქართველო
ესპანეთი/ნიდერლანდები - თურქეთი
შეგახსენებთ, რომ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ. საქართველოს ერთა ლიგიდან პლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაკარგული აქვს, შესაბამისად, მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად ჯგუფში აუცილებლად პირველ ან მეორე ადგილზე უნდა გავიდეს.