ფეხბურთი

17:44 | 13.12.2024 | ნანახია 1424 - ჯერ

ვილი სანიოლი: "ადვილი ჯგუფი არავისთვისაა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა თურქულ მედიასთან შეაფასა. როგორც მან თქვა, ადვილი ჯგუფი არც ერთი გუნდისთვის არ არის:

„რთულია ჯგუფი, ადვილი ჯგუფი არც ერთი გუნდისთვის არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 5 თვე გავიდა, ჯერ კიდევ გვახსოვს თურქეთთან მატჩი ევროპის ჩემპიონატზე. თურქეთს შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთში პატარა გუნდებსაც შეუძლიათ ნებისმიერი მეტოქისთვის სირთულეების შექმნა“, - თქვა სანიოლმა.

ფრანგი სპეციალისტის კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმაც გაავრცელა: "რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ. თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად. რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია ერთმანეთთან ქულების დაკარგვა. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ საშინაო კედლებში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე თურქეთი, ბულგარეთი და ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული ითამაშებენ.

საქართველოს ნაკრები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს.

თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) შანსს პლეი-ოფში მიიღებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე ვერ გავლენ.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:37 | 14.02.2024
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ესეც ჟოზესავით წუწუნებს უკვე, ესეთი თამაშით ოთხეულში შესვლა ძაან რთული იქნება, და შეიძლება ევროპა ლიგაზეც ვერ გავიდნენ

19:42 | 12.02.2024
ძიუდოო123 (1282)

რომელ 4-ეულზია საუბარი გუნდი კონფერენს ლიგაზეც ვერ გავა. კვარა-ოსიმენი გამოაკელი და იტალიაში 10 -ეულში თუ შევა შემადგენლობაში.

13:05 | 12.02.2024
Kobe Bean (21683)

ეს სეზონი ჩაგდებულია უკვე და ახალი სეზონიდან პირველრიგში ძლიერი მწვრთნელი უნდა ნახოს ნაპოლიმ.მერე რა თქმა უნდა შემადგენლობაშიც არის შესატანი გარკვეული კორექტივები,მითუმეტეს მაშინ თუ ოსიმენი წავა.კვარა ჯერ არ მგონია რომ გაუშვას ლაურენტისმა.თუ გაუშვა და მაშინ რაღაში მაინტერესებს ნაპოლი,გას...ნიათ პატრონი)))

13:00 | 12.02.2024
Kobe Bean (21683)

გარსია არ უნდა გაეშვა ნაპოლის,ან თუ უშვებდნენ მაშინ უკეთესი მწვრთნელი უნდა მიეყვანათ.უშვებ გარსიას და მოგყავს მაცარი,ნიშნავს უარესს სეზონს და იღებენ კიდეც შედეგებს.გარსიას ხელში უკეთესად თამაშობდა ნაპოლი და შედეგებიც უკეთესი ქონდა ვიდრე მაცარის ხელში.რამდენიმე თამაში გარსიას მართლა ფეხბურთელებმა წააგებენეს,მათ შორის კვარამაც როცა ასპროცენტიან მომენტებს ვერ იყენებდნენ.ამ მაცარის ხელში კი მომენტებსაც ვეღარ ქმნიან.ვაბშედა მიმაჩნია რომ გარსიას კრიტიკა გადაჭარბებული იყო რასაც მაშინაც ვამბობდი სანამ გაუშვებდნენ.შარშანდელის გამეორეობას თხოვდნენ გარსიას და მან შეცდა ყველა

11:54 | 12.02.2024
გუსანი (746)

ნუ გამაცინებთ, ,,ხუმარა კაცია" ჩვენ ხვიჩას რა ვუსურვოთ?! თორემ ნაპოლი რომ ბევრ გუნდს ჩამორჩება შემადგენლობთ ცნობილია, სკუდეტოც მაგარი გამართლება იყო, კარში დარტყმა არ იციან, საჯარიმოს გარედან 2 გოლი აქვთ გატანილი ორივე ხვიჩასგან ორივე ვერონას მგონი, აქედან ერთი წინა სეზონში, თუ რამე გამომრჩა შემახსენეთ, ამ დროს არც ხვიჩას აქვს დაყენებული დარტყმა. გამახსენდა პირვე წრეში მილანს საჯარიმო რო გაუტანა რასპადორიმ.... ამ ნაპოლის ძალზე გაუჭირდება მეოთხე ადგილზე გასვლა, ვიქტორმა და ხვიჩამ უძალიანესად უნდა მოინდომონ და დაცვა კი უნდა გამოფხიზლდეს, ჩვენი ბიჭებივით მომენტებში რომ ,,ეძინებათ"..

0.067968
1424