თურქეთის ეროვნული ნაკრების იტალიელმა დამრიგებელმა ვინჩენცო მონტელამ, მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შეაფასა და განაცხადა, რომ შესაძლოა E ჯგუფი ყველაზე რთულია.
„შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის ვინ მოიგებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ორივე ძლიერი ნაკრებები არიან. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველო და ბულგარეთის ნაკრებები. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და პირველი ადგილისთვის ვიბრძოლებთ.“ - განაცხადა მონტელამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად E ჯგუფში მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად თურქეთის, ბულგარეთის და ესპანეთი- ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული ნაკრებები იბრძოლებენ.