ფეხბურთი

14:59 | 13.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო კარლოსი:“რონალდომ 2002 წელს ოქროს ბურთი მომპარა“

ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა ფრანგულ გამოცემა L’Equipe -თან საუბარში 2002 წლის ოქროს ბურთთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი სწორედ ის იყო და რონალდომ ჯილდო 90 წუთში მოპარა.

„რონალდოს ყოველთვის ვეუბნები, რომ 2002 წელს ოქროს ბურთი ჩემი იყო და მან ეს ჯილდო ჩემგან მოიპარა.მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე გავიგე რომ ფავორიტი მე ვიყავი და გამოდის, რომ რონალდოს ოქროს ბურთის მოგებისთვის მხოლოდ 90 წუთი დასჭირდა.მიუხედავად ამისა მე ამ შედეგით ყოველთვის ვიამაყებ, რადგან მცველებიდან ოქროს ბურთი მხოლოდ ბეკემბაუერმა, სამერმა და კანავარომ მოიგეს.“ - განაცხადა კარლოსმა.

2002 წელს ოქროს ბურთი რონალდომ მოიგო, მეორე ადგილზე სწორედ რობერტო კარლოსი გავიდა, მესამე ადგილზე კი ოლივერ კანი გავიდა.

0.122902