სხვა

9:42 | 13.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურია წონის შეცვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ, რამდენიმე დღის წინ ესპანურ რადიოსთან საუბარში ზედა წონაში ასვლის სურვილი გამოთქვა და განაცხადა რომ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის გამართვა სურს.

ილიას ამ განცხადებამ ყველა დააბნია და გაჩნდა იმის აზრი თითქოს, მის ამჟამინდელ ქამარს ვაკანტურს ტოვებდა და ქვემსუბუქ წონაში ჩხუბს აღარ აპირებდა. ამასთან დაკავშირებით ქართველი მებრძოლი სოციალური ქსელი X-ის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.

„ქამარს ვაკანტურს არ გავხდი, წონის შეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ მე მეკუთვნის და UFC-თან მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ მქონია და ამიტომ ყველაფერი გადასაწყვეტია. შეწყვიტეთ აღნიშვნა, რადგან არსად წასვლას არ ვაპირებ.მე უკვე დავიპყარი ჩემი დივიზიონი და იგივეს გამეორებას ზედა წონაშიც ვაპირებ.“- დაწერა ილიამ მის სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ სატიტულო ბრძოლაში მაქს ჰოლოვეი დაანოკაუტა და მისი ქამარი დაიცვა.

0.111591