„ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგაში 6-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და მე-15 ტურში სტუმრად „ბასკონია“ დაძაბულ ბრძოლაში 82:81 დაამარცხა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ოთხივე პერიოდში თანაბარი ბრძოლა იყო, რადგან საწყისი ორი მეოთხედი ფრედ დასრულდა, მესამე პერიოდი ესპანელებმა მოიგეს ერთი ქულით, მეოთხე პერიოდი იტალიურმა გუნდმა - ორი ქულით.
თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 31 წუთში 16 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 13-დან მხოლოდ 3 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ზუსტი იყო.
„ვირტუს ბოლონიას“ 3 მოგებით და 12 წაგებით მე-17 ადგილი უკავია, მომდევნო ტურში კი, 18 დეკემბერს, პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრება.