ეროვნული ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის პლეი-აუტის მატჩები გაიმართა, სადაც გაირკვევა გუნდები, რომლებიც მომდევნო სეზონში ლიგა 2-სა და ლიგა 3-ში ითამაშებენ.
მარტვილის „მერანმა“ „შტურმი“ სტუმრად 1:0 დაამარცხა თორნიკე ჯიმშელეიშვილის გოლით, რომელმაც 96-ე წუთზე საკუთარი ნახევრიდან, ზღაპრული გოლი გაიტანა და მარტვილელებმა ლიგა 2-ში დარჩენისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.
კიდევ ერთ წყვილში გუნდები დაზავდნენ - „იბერია 2“ და „არაგვი. ჯერ სტუმრები იგებდნენ, შემდეგ მასპინძლები, რომლებიც წინ გიზი მამაგეიშვილმა გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ „იბერია 2-ს“ გიზიც ეხმარებოდა და ოთარ მამაგეიშვილიც. „არაგვმა“ მაინც არ წააგო, რადგან 85-ე წუთზე გაათანაბრა და ფრე - 2:2.
ორივე წყვილში საპასუხო მატჩები 16 დეკემბერს გაიმართება.