„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა, მოედანს იმაზე მალე დაუბრუნდეს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
კვარას მუხლის ტრავმა აქვს და თავდაპირველი ცნობით, 2025 წლამდე ვერ უნდა ითამაშოს, მაგრამ Sky Sport-ი იტყობინება, რომ შეიძლება უფრო სწრაფად დაბრუნდეს.
წყაროს თანახმად, კვარა „უდინეზესთან“ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ ეცდება, რომ 21 დეკემბერს, „ჯენოასთან“ მატჩისთვის მზად იყოს, უარეს შემთხვევაში 29 დეკემბრისთვის, როცა „ნაპოლი“ „ვენეციას“ შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმა „ლაციოსთან“ შეხვედრაში მიიღო. მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.