„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-6 ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ გამარჯვების შემდეგ (3:2) კომენტარი გააკეთა.
„კმაყოფილები უნდა ვიყოთ. გავაკეთეთ ის, რაც გვინდოდა, გავიმარჯვეთ. პირველი ტაიმი მშვენიერი იყო და მეორე ტაიმში, როცა მათ გაიტანეს, თანმიმდევრულები ვიყავით. „დორტმუნდმა“ კარგად ითამაშა. მათ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ძალიან მაღალ ტემპში თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ვაჯობეთ. გოლები კი შეცდომების გამო გავუშვით.
ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია თამაშის გაუმჯობესება, მაგრამ დღეს უნდა მივულოცო გუნდს, რადგან მათ შესანიშნავად ითამაშეს“, - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Barca Blaugranes.
ამჟამად „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. „ბორუსია“ - მეცხრეზე.