ჩემპიონთა ლიგაზე მეექვსე ტური დასრულდა და 2024 წლის ბოლო მატჩები გაიმართა.
დღის ცენტრალური მატჩი ტურინში შედგა, სადაც „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლა. ორივე გუნდი ბევრი პრობლემით შეხვდა ამ მატჩს, როგორც შედეგობრივად, ისე ტრავმირებული ფეხბურთელებით, ფეხის დაცდენის უფლებაც არც ერთს ჰქონდა.
პეპ გვარდიოლას გუნდის კოშმარი ტურინშიც გაგრძელდა, რადგან ისევ დამარცხდა. „იუვემ“ ძალიან კომპაქტურად დაიცვა, ხოლო შეტევაში შანსები მაქსიმალურად გამოიყენა და გაიმარჯვა. მეორე ტაიმის დასაწყისში დუშან ვლაჰოვიჩმა გახსნა თავური დარტყმით ანგარიში, ხოლო 75-ე წუთზე ვესტონ მაკკენიმ ძალიან ეფექტური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
„მანჩესტერ სიტის“ ყველა ტურნირზე ბოლო 10 მატჩში კატასტროფული შედეგები აქვს - 1 მოგება, 2 ფრე და 7 წაგება!
„იუვენტუსმა“ 11 ქულა დააგროვა, მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში „ბრიუგეს“ ესტუმრება, ხოლო „მანჩესტერ სიტი“ 8 ქულით მხოლოდ 22-ე ადგილზეა, მომდევნო ტურში უკვე „პარი სენ-ჟერმენთან“ საგარეო თამაში ელოდება.
„ბარსელონამ“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად სტუმრად „დორტმუნდთან“, რომელიც 3:2 დაამარცხა. გერმანელებს სერჰუ გირასის დუბლი არ ეყოთ, რადგან სტუმართა მხრიდან ასევე დუბლით ფერან ტორესი დუბლით გამოირჩა, ხოლო ერთიც რაფინიამ გაიტანა. „ბარსელონა“ 15 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში „ბენფიკას“ ესტუმრება, ხოლო „დორტმუნდის“ აქტივში 12 ქულაა და წინ „ბოლონიასთან“ საგარეო მატჩი ელოდება.
„მილანმა“ უმძიმეს ბრძოლაში აჯობა „ცრვენა ზვეზდას“, რომელიც ერთ-ერთი აუტსაიდერია. თუმცა, იტალიურმა გუნდმა სერბეთის ჩემპიონს შინ მხოლოდ 2:1 აჯობა, გამარჯვების გოლი 87-ე წუთზე ტამი აბრაჰამმა გაიტანა. „მილანი“ კარგ მდგომარეობაშია, 12 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ჟირონას“ უმასპინძლებს. „ცრვენა ზვეზდას“ მხოლოდ 3 ქულა გააჩნია და პსვ-ს უმასპინძლებს.
ლონდონის „არსენალმა“ დიდებული ბუკაიო საკას წყალობით „მონაკოს“ 3:0 მოუგო. ინგლისელმა დუბლი გაიფორმა, მერე საგოლე პასიც გააკეთა. „არსენალი“ 13 ქულითაა და წინ „დინამო ზაგრებთან“ საშინაო თამაში ელოდება, ხოლო „მონაკოს“ 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ასტონ ვილას“ უმასპინძლებს.
როტერდამის „ფეიენოორდმა“ 4:2 აჯობა „სპარტას“ და 10 ქულა დააგროვა. ნიდერლანდური გუნდი მომდევნო მატჩს მიუნხენის „ბაიერნთან“ გამართავს, „სპარტას“ მხოლოდ 4 ქულა გააჩნია და წინ „ინტერთან“ საშინაო თამაში აქვს.
„შტუტგარტმა“ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო შინ „იანგ ბოიზთან“ 5:1 24 გუნდში მოხვედრის კარგი შანსი გაიჩინა. გერმანულ გუნდს 7 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „სლოვანს“ ეთამაშება, ხოლო „იანგ ბოიზი“ უქულოდაა და უკვე დაკარგა პლეი-ოფის შანსი, მომდევნო ტურის მატჩს კი, „სელტიკთან“ გამართავს. აღსანიშნავია, რომ "შტუტგარტი" - "იანგ ბოიზის" მატჩი ქართველებმა იმსაჯეს, მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იყო.
„ბენფიკა“ შინ უგოლოდ დაუზავდა „ბოლონიას“ და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. პორტუგალიურ გუნდს 10 ქულა აქვს და მომდევნო ტურში „ბარსელონას“ უმასპინძლებს, ხოლო „ბოლონიას“ მხოლოდ 2 ქულა გააჩნია და პლეი-ოფის შანსი თითქმის დაკარგული აქვს, მომდევნო ტურში კი, „დორტმუნდს“ უმასპინძლებს.
„დორტმუნდი“ – „ბარსელონა“ 2:3 (0:0)
გოლები: 0:1 რაფინია (53), 1:1 გირასი (60), 1:2 ტორესი (75), 2:2 გირასი (78), 2:3 ტორესი (85)
„მილანი“ – „ცრვენა ზვეზდა“ 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 ლეაუ (42), 1:1 რადონიჩი (67), 2:1 აბრაჰამი (87)
„არსენალი“ – „მონაკო“ 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 საკა (34), 2:0 საკა (78), 3:0 ჰავერტცი (88)
„ბენფიკა“ – „ბოლონია“ 0:0 (0:0)
„ფეიენოორდი“ – „სპარტა“ 4:2 (3:1)
გოლები: 1:0 ტრაუნერი (8), 2:0 პაიშაო (10), 3:0 ჰაჯი მუსა (30), 3:1 რაჰმანი (43), 4:1 ხიმენესი (63), 4:2 ბეელენი (79. ა.გ)
„იუვენტუსი“ – „მანჩესტერ სიტი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 ვლაჰოვიჩი (53), 2:0 მაკკენი (75)
„შტუტგარტი“ – „იანგ ბოიზი“ 5:1 (1:1)
გოლები: 0:1 ლაკომი (6), 1:1 შტილერი (25), 2:1 მილო (53), 3:1 ფურიხი (61), 4:1 ვანგომანი (66), 5:1 კიტელი (75)
1. | ლივერპული | 6 | 6 | 0 | 0 | 13 | 1 | 12 | 18 |
2. | ბარსელონა | 6 | 5 | 0 | 1 | 21 | 7 | 14 | 15 |
3. | არსენალი | 6 | 4 | 1 | 1 | 11 | 2 | 9 | 13 |
4. | ლევერკუზენი | 6 | 4 | 1 | 1 | 12 | 5 | 7 | 13 |
5. | ასტონ ვილა | 6 | 4 | 1 | 1 | 9 | 3 | 6 | 13 |
6. | ინტერი | 6 | 4 | 1 | 1 | 7 | 1 | 6 | 13 |
7. | ბრესტი | 6 | 4 | 1 | 1 | 10 | 6 | 4 | 13 |
8. | ლილი | 6 | 4 | 1 | 1 | 10 | 7 | 3 | 13 |
9. | დორტმუნდი | 6 | 4 | 0 | 2 | 18 | 9 | 9 | 12 |
10. | ბაიერნი | 6 | 4 | 0 | 2 | 17 | 8 | 9 | 12 |
11. | ატლეტიკო | 6 | 4 | 0 | 2 | 14 | 10 | 4 | 12 |
12. | მილანი | 6 | 4 | 0 | 2 | 12 | 9 | 3 | 12 |
13. | ატალანტა | 6 | 3 | 2 | 1 | 13 | 4 | 9 | 11 |
14. | იუვენტუსი | 6 | 3 | 2 | 1 | 9 | 5 | 4 | 11 |
15. | ბენფიკა | 6 | 3 | 1 | 2 | 10 | 7 | 3 | 10 |
16. | მონაკო | 6 | 3 | 1 | 2 | 12 | 10 | 2 | 10 |
17. | სპორტინგი | 6 | 3 | 1 | 2 | 11 | 9 | 2 | 10 |
18. | ფეიენოორდი | 6 | 3 | 1 | 2 | 14 | 15 | -1 | 10 |
19. | ბრიუგე | 6 | 3 | 1 | 2 | 6 | 8 | -2 | 10 |
20. | რეალი | 6 | 3 | 0 | 3 | 12 | 11 | 1 | 9 |
21. | სელტიკი | 6 | 2 | 3 | 1 | 10 | 10 | 0 | 9 |
22. | მანჩესტერ სიტი | 6 | 2 | 2 | 2 | 13 | 9 | 4 | 8 |
23. | პსვ ეინდჰოვენი | 6 | 2 | 2 | 2 | 10 | 8 | 2 | 8 |
24. | დინამო ზაგრები | 6 | 2 | 2 | 2 | 10 | 15 | -5 | 8 |
25. | პარი სენ-ჟერმენი | 6 | 2 | 1 | 3 | 6 | 6 | 0 | 7 |
26. | შტუტგარტი | 6 | 2 | 1 | 3 | 9 | 12 | -3 | 7 |
27. | შახტარი | 6 | 1 | 1 | 4 | 5 | 13 | -8 | 4 |
28. | სპარტა | 6 | 1 | 1 | 4 | 7 | 18 | -11 | 4 |
29. | შტურმი | 6 | 1 | 0 | 5 | 4 | 9 | -5 | 3 |
30. | ჟირონა | 6 | 1 | 0 | 5 | 4 | 10 | -6 | 3 |
31. | ცრვენა ზვეზდა | 6 | 1 | 0 | 5 | 10 | 19 | -9 | 3 |
32. | ზალცბურგი | 6 | 1 | 0 | 5 | 3 | 18 | -15 | 3 |
33. | ბოლონია | 6 | 0 | 2 | 4 | 1 | 7 | -6 | 2 |
34. | ლაიფციგი | 6 | 0 | 0 | 6 | 6 | 13 | -7 | 0 |
35. | სლოვანი | 6 | 0 | 0 | 6 | 5 | 21 | -16 | 0 |
36. | იანგ ბოიზი | 6 | 0 | 0 | 6 | 3 | 22 | -19 | 0 |