„კარლსრუეს“ ბუდუ ზივზივაძესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
მხარეები მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რადგან ბუდუს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობის მიზანია, რომ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე განაახლონ ხელფასის მნიშვნელოვანი მატებით. ამჟამად ქართველი ფეხბურთელი წელიწადში დაახლოებით 450 000 ევროს გამოიმუშავებს.
წყაროს თანახმად, ზაფხულში „კარლსრუემ“ და ზივზივაძემ ძალიან სარფიანი შეთავაზება მიიღეს, მაგრამ წასვლა არც ბუდუმ მოინდომა და არც გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა მისი გაყიდვა.
ბუდუ ზივზივაძე „კარლსრუეში“ 2023 წლის იანვრიდან თამაშობს, ხოლო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 18 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.