ფეხბურთი

18:10 | 11.12.2024 | ნანახია NaN - ჯერ

პრანდელი: "პარადოქსია, მაგრამ კვარაცხელიას არყოფნამ შეიძლება "ნაპოლის" ერთი უპირატესობა მისცეს"

იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ეს შეიძლება „ნაპოლისთვის“ უკეთესიც იყოს:

„კვარაცხელიას არყოფნა რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ „ნაპოლის“ კარგი შემადგენლობა ჰყავს, შესაბამისად, მისი შეცვლის შესაძლებლობა არსებობს. პარადოქსია, მაგრამ მისმა არყოფნამ შეიძლება „ნაპოლის“ შეტევაში უფრო მეტი არაპროგნოზირებადობა მისცეს“, - თქვა პრანდელიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სავარაუდოდ „უდინეზეს“, „ჯენოას“ და „ვენეციას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება, ხოლო მოედანზე დაბრუნებას 2025 წელს, „ფიორენტინასთან“ ან „ვერონასთან“ მატჩში მოახერხებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.0689