სხვა

15:50 | 11.12.2024 | ნანახია [] - ჯერ

არმან ცარუკიანი: "იმედი მაქვს მე და მერაბი გამარჯვებებს ქართული და სომხური ცეკვებით ავღნიშნავთ" (VIDEO)

UFC-ის სომეხმა მებრძოლმა არმან ცარუკიანმა ერთ-ერთ ინტერვიუს დროს მერაბ დვალიშვილზე და მის ურთიერთობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ერთად არიან ისლამ მახაჩევის და უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ და იმედს იტოვებს, რომ გამარჯვებას სომხური და ქართული ცეკვებით აღნიშნავენ.

"ვფიქრობ მე და მერაბი ისლამის და უმარის წინააღმდეგ ერთად ვართ, იმედი მაქვს ორივე მოვიგებთ და გამარჯვებას ქართული და სომხური ცეკვებით აღვნიშნავთ."

"მერაბთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთადაც გვივარჯიშია. ის ქართველია მე კი, სომეხი ვარ და საქართველოში დავიბადე".

"საქართველოში ბევრი ნათესავი და ახლობელი მყავს და შეიძლება ითქვას, რომ იქ უფრო ხშირად ჩავდივარ ვიდრე სომხეთში"- განაცხადა ცარუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს UFC 311 -ზე მერაბ დვალიშვილი ტიტულის დასაცავად უმარ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდება, ხოლო არმან ცარუკიანის მეტოქე ისლამ მახაჩევი იქნება.

0.110984